ადამიანის მოდგმის ყველაზე ხანდაზმულ წარმომადგენლად ალბათ ბიბლიური გმირი,მათუსალა უნდა ჩაგვეთვალა.როგორც ბიბლია ამტკიცებს,ამ მოხუცმა 969 წელი იცოცხლა. ჩვენ ვთვლით,რომ მათუსალას საიდუმლოება მისი ცხოვრების ჯანსაღ წესს უკავშირდება
8 აპრილის პროექტ მათუსალას წევრებმა ელა ზღუდაძემ, ნათია თედეშვილმა და მე, ნუცა მახარაშვილმა ჩავუტარეთ ტრენინგი ჩვენი სკოლის 5-6 კლასის მოსწავლეებს ვიტამინებისა და მათი თვისებების შესახებ. ბავშვებს ძალიან მოეწონათ ეს თემა, განსაკუთრებით კი მათთვის საყვარელი სწრაფი კვების ობიექტებში შეძენილი საკვების ჯანმრთელობისთვის საზიანო თვისებებმა დააინტერესა. უამრავ კითხვას გვისვამდნენ და თვითონაც აკეთებდნენ ძალიან ჭკვიანურ და ჩვენთვის საკვირველ დასკვნებს. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ განტვირთვა გადავწყვიტეთ და გამოცანებით გავამხიარულეთ ბავშვები. ყველაზე მეტად კი საყვარელი სასარგებლო პროდუქტების ხატვით გახალისდნენ. საბოლოოდ ძალიან საინტერესო ტრენინგი გამოვიდა. ჩვენთვისაც კარგი გაკვეთილი იყო. ამ ასაკის ბავშვებთან ურთიერთობა და მათთვის ყველაფრის გასაგებად ახსნა მარტივი არ არის, თუმცა ჩემი აზრით პირველივე მცდელობა კარგი გამოვიდა.
No comments:
Post a Comment