შესანიშნავი დღე იყო, ცდის მიმდინარეობის პროცესში ბევრი ვიმხიარულეთ. საკმაოდ საინტერესო და რთული ცდა იყო მაგრამ მიუხედავად ამისა ცდა წარმატებით დასრულდა.
ცდისთვის დაგვჭირდა შემდეგი ნივთები: საჭმლის სოდა, ძმარი, დიდი და პატარა ზომის ქილები, წყლის ფერადები, საჭმლის ზეთი.
დიდი ზომის ქილაში ჩავყარეთ 1სმ სისქის სოდა ისერომ არ შეხებოდა ქილის კედლებს, დავასხით საჭმლის ზეთი და შევავსეთ ქილა ნახევრად, პატარა ქილაში გავხსენით წყლის ფერადები და ძმარი, შემდეგ მიღებული სითხე ამოვიღეთ პიპეტით და ჩავასხით დიდ ქილაში თითო წვეთებით. ჩვენ გვაინტერესებდა ამ სითხეების ერთმანეთთან მოქმედების შემდეგ პატარა ფერადი ბუშტულები იმოძრავებდა თუ არა ისე როგორც იო- იო.
მოლოდინი გამართლდა წარმოიქმნა ბუშტულები რომლებიც მოძრაობდნენ სითხეში ზევით- ქვევით ისე როგორც იო-იო
ექსპერიმენტი გლუკოზაზე
ქიმიური ჭურჭელი და მოწყობილობა:
- სინჯარა– 2 ცალი
- სინჯარა (18x180 მმ)– 6 ცალი
- პიპეტი
- სპირტქურა
- ქიმიური ჭიქა
- სინჯარის სადგამი
- ბამბა
- შტატივი სინჯარის დამჭერით
- სასწორი
- თეთრი ყურძნის წვენი
- ნატრიუმის ტუტე
- ვერცხლის ნიტრარის 1%– იანი ხსნარი
- ამონიაკის 5%– იანი ხსნარი
- გაუწყლოებული სპილენძის სულფატი
- შბიამანი
- გამოხდილი წყალი
ცდა I " დავამტკიცოთ, რომ გლუკოზა ნახშირწყალია"
სინჯარაში მოვათავსეთ 2 გ გლუკოზა, სინჯარის ფსკერიდან 12– 13 სმ– ზე ჩავაფინეთ ბამბა და ბამბას ზევიდან მოვაყარეთ სპილენძის სულფატი. დავამაგრეთ შტატივზე 45 გრადუსიანი კუთხით, ქვევიდან შევუდგით ანთებული სპირთქურა.
გლუკოზამ დაიწყო დუღილი და შემდგომ თანდათან დაიწყო დანახშირება, ამოსულმა ორთქლმა ბამბა გაამუქა, მოყვითალო– მოყავისფრო ფერი მისცა, ხოლო შაბიამნის სულფატი გაცისფრდა, რაც იმის დამადასტურებელია, რომ გლუკოზა ნამდვილად არის ნახშირწყალი.
ცდა II " გლუკოზის აღმოჩენა ყურძნის წვენში"
100 მლ– იან ქიმიურ ჭიქაში ჩავწურეთ მეოთხედ მოცულობამდე თეთრი ყურძნის წვენი, დავამატეთ იმავე მოცულობის გამოხდილი წყალი. ხილის განზავებული წვენის 10 მლ ამოვიღოთ პიპეტით ქიმიური ჭიქიდან და გადავიტანოთ მსხვილ სინჯარაში, დავამატოთ ჩვენს მიერ მომზადებუი 10 მლ ნატრიუმის ტუტის ხსნარი და 1 მლ შაბიამნის ხსნარი.
გავახურეთ სინჯარა სპირტქურის ალზე. სითხემ მიიღო ყვითელი ფერი ხოლო გარკვეული დროის შემდეგ წითელში გადავიდა. რაც იმის დამადასტურებელია რომ ყურძნის წვენში გლუკოზაა.
No comments:
Post a Comment