Monday, 6 April 2015

დღეს ძალიან ვიცელქეთ! :) სამასწავლებლოში შევიპარეთ თამარ მასწავლებელთან ერთად და ჩვენს პრეზენტაციებზე ვიმუშავეთ.  განვიხილეთ და გავაანალიზეთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები: ვინ   იყო კარგი პრეზენტატორი , ვინ უკეთეს პრეზენტაციებს ამზადებდა. ვინ უკეთესი ორგანიზატორი იყო. რა აკლდა ჩვენს პრეზენტაციებს და რა იყო ძალიან კარგი? ჩვენ ყოველ ჯერზე განვიხილავდით ამ ინფორმაციას, როგორც შიდასასკოლო ისე გასვლითი პრეზენტაციებისას,მაგრამ დღეს ყველაფერს ერთად მოვუყარეთ თავი. სხვათაშორის უნდა ავღნიშნო ,რომ ჩვენს საქმიანობაში დიდ დახმარებას გვიწევს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები , ტრენინგებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება. თან სამასწავლებლოში მუშაობამაც სტიმული მოგვცა :)
რა შედეგი ქონდა დღევანდელ დღეს?
ვიდრე  სხვა სკოლის მოსწავლეებთან წავალთ ჩვენ ვიმუშავებთ შემდეგ საკითხებზე
1. პრეზენტაციები იქნება 5–7 წუთიანი
2. სლაიდები  არ იქნება გადაჯერებული ინფრომაციით 
3. პრეზენტატორები ყველა არ ვიქნებით!
4. პრეზენტაციებს შორის გვექნება შემდეგი აქტივობები
   4.1 თამაში "ჭორის გავრცელება"
   4.2 თამაში "ფორთოხალი"
   4.3 თამაში "ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი"
ვფიქრობთ ამით მეტად მოვაწონებთ და უკეთესად მივიტანთ ჩვენს სათქმელს ჩვენს თანატოლებთან.
ეს თამაშებიც სპეციალურად შევარჩიეთ .თითოეული მათგანი გარკვეულწილად უკავშირდება ჩვენს პროექტს.
 
ამ დამუშავებული თემებით და შედგენილი პროგრამით ჩვენ კიდევ ერთხელ ჩვენი სკოლის პედაგოგების  წინაშე გავივლით რეპეტიციას და შემდეგ უკვე სხვა სკოლებში. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით სხვა სკოლებში გასვლას ,რადგან ეს საკმაოდ რთულია და დიდ რისკებს შეიცავს. ერთი შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს.
 
 

 

 

 

P.S ამ დღეებში ჩვენ  კიდევ ერთი აქტივობა დავგეგმეთ : ოთხშაბათს ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ვუტარებთ ტრენინგს "ვიტამინები". ყველაფერი მზად გვაქვს!

                                                                      სპეცილაურად თქვენვის 
                                                                      დათა ბუხრიკიძე, ზაურ მახარაშვილი
                                                                      ოსიაურის საჯარო სკოლა
                                                                      6 აპრილი





No comments:

Post a Comment