:( არც ისე ადვილი აღმოჩნდა ტრენერობა. ყველა წვრილმანს ვუკვირდებით და ყოველდღე გვიწევს დეტალების დახვეწა. ჩვენ ნელ ნელა ნამდვილ ტრენერებს ვემსგავსებით. ვმუშაობთ ყველაფერზე: როგორ უნდა ვიდგეთ,რა უნდა გვეცვას, როგორ დავიპყროთ მსმენელი; როგორ გავხადოთ უფრო საინტერესო ჩვენი პროგრამა, რა თანმიმდწევრობით ვიმოქმედებთ
დღესაც ბროშურებზე და პრეზენტაციებზე ვიმუშავეთ,ასევე დავაზუსტეთ სამოქმედო გეგმა. ბევრი რამ შევცვალეთ.
პროექტის თავდაპირველ განრიგს ვერ ავყვებით რაც ძალიან საწყენია. თუმცა რასაც ვაკეთებთ უმაგრესია. მომავალი კვირიდან კი წავალთ სხვა სკოლებში. იმედია ამინდიც გამოსწორდება.
მომავალ კვირაში ჩვენს ბლოგზე განვათავსებთ ყველა მასალებს რაც ვაკეტეთ.პრეზენტაციები, ბუკლეტები , კითხვარები . გეგმები
პარალელულად ვიწყებთ კვლევას თუ რა შედეგები მოგვიტანა ჩვენმა პროექტმა.
ერთი რაც შემიძლია ვთქვა და არის მნიშვნელოვანი შედეგი,ის რაც კვლევის გარეშეც უდავოა პროექტის მონაწილეები დავმეგობრდით და შევქმენით ძლიერი მიზანდასახული დაერთიანი გუნდი. დავაგროვეთ ცოდნა და გამოცდილება.
დიდი ხნის მსჯელობის შემდგე საბოოლოოდ შევთანხმდით და სკოლებში ამ პროგარმით წარვსდგებით
1. ყინულის გალღობა (გაცნობა. თითოეული ახასიათებს გვერდში მჯდომს)(15წთ)
2. პრეზენტაცია "სწორი კვება":(8წთ)
3. პრეზენტაცია "არასწორი კვება"(8 წთ)
4. თამაში "ჭორის გავრცელება"(ეს თამაში არაა შემთვევით შერჩეული . თამაში გარკვეულწილად უკავშირდება არასწორ კვებას . თითქოს არაფერია ერთ დღეს მიღებული ბევრი კალორიები,მაგრამ თუ ეს ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს , ჩვენ ჭარბი წონა და მასთან დაკავშირებული პრობლემები შეგვაწუხებს)(12წთ)
5. პრეზენტაცია "გენმოდიფიცირებული პროდუქტები"(8წთ)
6 პრეზენტაცია "ხილი და ბოსტნეული"(10წთ)
7. თამაში "ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი"(15 წთ)
8. პრეზენტაცია "ინფორმაცია განსჯისათვის"(7 წთ)
9. კითხვა –პასუხი(10წთ)
10. კითხვარების შევსება(5 წთ)
No comments:
Post a Comment