Wednesday, 6 May 2015

ვიზიტი ხაშურის N1 საჯარო სკოლაში
6 მაისს ჩვენი პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ ტრენინგი ხაშურის #1 საჯარო სკოლაში.  დღევანდელი დღე განსაკუთრებული იყო, რადგან ჩვენს შეხვდერას ესწრებოდნენ პროექტ "ცხოვრების ჯანსაღი წესის" ხელმძღვანელი ბატონ მერაბ ლაბაძე და ჩვენი ტრენერი ქალბატონი მარინა ჭელიძე. მათ ჩამოგვიტანეს USB მიკროსკოპი, რომელისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. ტრენინგს დაესწრო ასევე რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ ურიადმყოფელი , პირველი სკოლის დირექტორი ბატონი მორის დანდურიშვილი და ჩვენი სკოლის დირექტორი ქალბატონი თამარ გაგლოშვილი. სტუმრებთან ერთად სკოლის მასწავლებლების დასწრება ჩვენს პასუხისმგებლობას ათმაგად ზრდიდა და ცოტა ვინერვიულეთ, თუმცა საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდა. დღევანდელი ტრენინგი კიდევ იმით განსხვავდებოდა სხვებისგან, რომ გავითვალისწინეთ სხვა სკოლის მოსწავლეების თხოვნა და თამბაქოს, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის შესახებაც გავაკეთეთ პრეზენტაცია.
 ამ სკოლაში დაგვხვდა ძალიან თბილი და მეგობრული გარემო, რაც ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ ჩვენ მიერ შეთავაზებულ აქტივობებში. მათგან ბევრი პოზიტივი მოდიოდა და  ჩვენც ეს გვაძლევდა სტიმულს. ჩვენთვისაც საინტერესო იყო მათთან მუშაობა.

 ნუცა მახარაშვილი
2015 წლის 6 მაისი
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

No comments:

Post a Comment