ჩართული პროექტ ,,ცხოვრების ჯანსაღი წესის " მუშაობაში. გავეცანი ყველა გუნდის ბლოგს და თითოეული დამეხმარა ბევრი სიახლის გაგებაში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უნდა ვიამაყო, რადგან ჩემი სკოლა დანარჩენ ხუთ გუნდთან ერთად არის ჩართული ამ პროექტში . მიხარია, როდესაც ვხედავ როგორი მონდომებით და ენთუზიაზმით ეკიდება ყველა გუნდი პროექტს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბევრმა, მათ შორის მეც ნაწილობრივ შევცვალე ცხოვრების სტილი.
ძალიან დავინტერესდი ,,ბინულის" გუნდის ბლოგით. ზოგადად თემა ,,გარემო და ჯანმრთელობა" მრავლისმომცველია. მათ მიერ განხილული საკითხები კი არ არის შაბლონური და არ წერენ იმაზე, რაც ბევრმა იცის. ინფორმაციები ყველასგან განსხვავებულია. განსაკუთრებულად მომეწონა გარემოს დაცვის ეროვნულ ცენტრში ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევები და ხელსაწყოები. ყველა კლევით და შედეგით დავინტერესდი.. ჩემთვის კი ყველაზე მეტად ჰიდრობიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობა იქნებოდა საინტერესო.
ნახშირორჟანგის, სინათლის ინტენსივობისა და ბგერის სიხშირის კვლევა - ეს ის თემებია, რომელიც ძალიან მაინტერესებს. ყველაზე კარგი ისაა, რომ კლუბის წევრებმა სკოლის მაგალითზე გააკეთეს ეს ყველაფერი. მათ აღრიცხეს საკლასო ოთახებში სინათლის მაჩვენებელი, გაზომეს ნახშირორჟანგის კონცენტრაცია.
,,ანკეტირება" სახალისო და ამავე დროს გამაფრთხილებელიც არის. მას შემდეგ, რაც ვიგებთ, რომ არ ვართ ჩვენი პლანეტის რესურსების ეკონომიური მომხმარებლები ვცდილობთ გამოვასწოროთ ეს შეცდომა.
მომწონს, რომ ისინი ჯგუფური მუშაობის პრინციპს ამჯობინებენ გუნდურს და ეს მათ მუშაობაზეც აისახება.
აღსანიშნავია, რომ მიუხედევად ფოტოების სიმცირისა, მათი საშუალებით მაინც ამომწურავად ვიგებთ გუნდის მუშაობის შესახებ.
ასევე მომეწონა ბლოგზე ატვირთული ფილმი ,,ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა". რაც ყველაზე მნიშვნელოვანი თემის შესაბამისია ისევე როგორც ბლოგის დიზაინი.
ერთი სიტყვით ,,ბინულის" ბლოგი ერთ-ერთი საუკეთესო, განსხვავებული და ძალიან საინტერესოა. ვურჩევ, რომ რაც შეიძლება მეტად გაამდიდრონ ბლოგი ახალი მასალებით და კიდევ უფრო აქტიურები იყვნენ მომავალში. წარმატებებს ვუსურვებ!
ჩავერთე ბლოგების შეფასების პროცესში, მყავს რჩეული კლუბი, რომლის ბლოგი და განხორციელებული აქტივობები განსაკუთრებით საინატერესო აღმოჩნდა ჩემთვის. გავეცანი ექვსივე კლუბის ბლოგს და აღვნიშნავ, რომ თითოეული ძალიან საინტერესოა თავისი თემებითა თუ ამ თემების ირგვლივ განხორციელებული აქტივობებით, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა „რატომ? საიდან? რისთვის? “. ამ ბლოგის სახელწოდება ორიგინალურია, ერთ- ერთი მიზეზი რისგამოც მე ამ ბლოგით დავინტერესდი მისი სათაურია, ასევე საკმაოდ საინტერესოა ინფორმაციები და ვიდეოები. ძალიან მომეწონა პრზენტაციები განსაკუთრებით ზღაპარი "მარილივით სიყვარული" რომელიც სრულიად შეესაბამება პროექტს, არანაკლებ საინტერესოა სხვა დანარჩენი პრეზენტაციებიც, მრავლის მომცემი და საინტერესო. მომეწონა მხიარული აქტივობები განსაკუთრებით მაყურებელთან გაცნობის აქტივობა.ბლოგზე დაწვრილებითაა გადმოცემული თითოეული ექსპერიმენტი, პრეზენტაცია, რაც მრავალფეროვნებას მატებს ბლოგს. ამ ყველაფერთან ერთად ბლოგის დიზაინიც კარგადაა შერჩეული . ჩემი შეფასება ყველანაირად პოზიტიურია, მხოლოდ ერთ დეტალს მივაქცევ ყურადღებას: კარგი იქნებოდა, რომ მონაწილეების შესახებაც ყოფილიყო ინფორმაციები. ჩემი აზრით ასე უფრო ადვილად გავიცნობთ ერთმანეთს და იმედია დავმეგობრდებით. გავითვალისწინებთ თქვენს რჩევას და დავდებთ ექსპერიმენტის სურათებს. საბოლოო შეფასება ყველანაირად პოზიტიურია „რატომ? საიდან? რისთვის?“ მიმართ. დიდი იმედი მაქვს რომ ამ ბლოგს ნახავენ და გაეცნობიან ის მოსწავლეები, რომლებიც არ ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით და დაფიქრდებიან იმ შედეგებზე რაც შეიძლება ამას მოყვეს. წარმატებებს გისურვებთ შემდგომ მუშაობაშიც .
მოგესალმებით,მე ვარ ნუგზარ მეტივიშვილი მე-IX კლასის მოსწავლე და აქტიურად ვარ ჩართული პროექტ ,,ცხოვრების ჯანსაღი წესის " მუშაობაში.
გავეცანი ყველა გუნდის ბლოგს და თითოეული დამეხმარა ბევრი სიახლის გაგებაში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უნდა ვიამაყო, რადგან ჩემი სკოლა დანარჩენ ხუთ გუნდთან ერთად არის ჩართული ამ პროექტში.
ამის შედეგად მეც მცირედით შევცვალე ჩემი ცხოვრების წესი.
მე გავეცანი ქ.ბათუმის სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საჯარო სკოლის —ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბი,ზოგადად თემა ,,შენი ჯანმრთელობა – შენს ხელთაა" დიდი ინფორმაციის მომცველია.
ძალიან საინტერესო კვლევებს ატარებდნენ თუ როგორია თანატოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა?,ასევე საინტერესო ინფორმაცია იყო ენერგოდანახარჯსა და საკვები რაციონის შესახებ.
ჩემი ყველაზე დიდი ყურადღება მიიქციაა ცდებმა:ნაყინში ცილის აღმოჩენა, შოკოლადში-ნახშირწყლის აღმოჩენა,D-ვიტამინის აღმოჩენა თევზის ქონსა და კვერცხის ყვითრში,C-ვიტამინის აღმოჩენა-კივსა და ვაშლის წვენში.
მომწონს, რომ ისინი ჯგუფური მუშაობის პრინციპს ამჯობინებენ გუნდურს და ეს მათ მუშაობაზეც აისახება.ერთი სიტყვით ,,ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საჯარო სკოლის" ბლოგი ერთ-ერთი საუკეთესო, განსხვავებული და ძალიან საინტერესოა.
მე მათ წარმატებებს ვუსურვებ
მოგესალმებით, მე ვარ ზაურ მახარაშვილი მე_9 კლასის მოსწავლე აქტიურად ვარ ჩართული პროექტ "ჯანსაღი ცხოვრების წესში"
გავეცანი ამ პროექტში ჩართული სხვა სკოლების ბლოგებს და მიხარია რომ ჩვე ერთ-ერთი სკოლა ვართ ამ სკოლიდებიდან, არ შემიძლია არ გამოვყო ქალაქ ბათუმის ნომერ 1_ლი სკოლის ბლოგი "ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბი" და პროექტი შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა ამ ბლოგის კითხვისას მე უამრავი რამ გავიგე, მომეწონა ყველაფერი მაგრამ კარგი იქნებოდა თავიანთი სურათებიც რომ დაედოთ, მაინც უფრო ლამაზი გამოვიდოდა ექსპერიმენტებში ფოტოები ჩაერთოდ .
ასევე ძალიან მომეწონა ნორჩ მკვლევართა კლუბ "ბინულის" ბლოგი „გარემო და ჯანმრთელობა" არის ინფორმაციებით საკმაოდ ვრცელი არის კარგად დასურათებული, მე ამ ბლოგით გავიგე უამრავი რამ გავიგე ყველაზე ძალიან მომეწონა ნახშირორჟანგის კონცენტრაციის განსაზხვრა სკოლის შენობაში რომელიც მოცემული იყო ცხრილის სახით არის ძალიან კარგი მოფიქრებული აღმოჩნდა რომ ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ბევრ კლასში აღემატებოდა ნორმას 1000 ერთეულს მომეწონა კიდევ ექსკურსიები სხვადასხვა კუთხეში.
გავეცანი ტყემლანას საჯარო სკოლის ბლოგს "სასუქები და შხამქიმიკატები, მათი ბუნებრივი ალტერნატივები და ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქტები" გავიგე ძალიან ბევრი რამ აწი მუდამ მეცოდინება თუ როგორი საშიშია შხამქიმიკატებით გაჯერებული საკვები. ბლოგი იყო ძალიან კარგი ჩვენ ახლო მომავალში ვაპირებთ ვესტუმროთ ტყემლანის სკოლას.
მინდა ყველას წარმატება ვუსურვო
მოგესალმებით მე ვარ რუსუდან ძულიაშვილი, მე გავცეანი ყველა გუნდის ბლოგს და თითოეული დამეხმარა სხვადასხვა სიახლის გაგებაში. მე დავინტერსედი ბათუმის 1-ლი საჯარო სკოლის გუნდის ბლოგით , ბლოგი საინტერესო, ინფორმაციით სავსე და ყველაზე საუკეთესოა.
„ჯანმრთელობის დღიურის“ იდეა ძალიან კარგია. მომეწონა, რომ მოსწავლეები თვითონ აწარმოებენ მონიტორინგს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ.
ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ინტერნეტიდან მოძიებული დიეტებით ცდილობს, წონის პრობლემის მოგვარებას, ალბათ თქვენი ბლოგი "სწორი კვება"ამ ადამიანებსაც დაეხმარებათ სწორი გზის არჩევაში.
ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ ინფორმაცია ბევრს ჩააფიქრებს, ჩაახედებს საკუთარ თავში და გამოატანინებს დასკვნებს. საინტერესოა მხედველობისა და მეხსიერების ექსპერიმენტული კვლევა.
წყალთან დაკვშირებული რჩევა ერთ-ერთი საუკეთესო რჩევაა, ხშირად მომდომებია „სასუსნავი“ მაშინ როცა არ მშია და ეს ალბათ ერთერთი ცუდი ჩვევაა. ამიტომ თქვენი ბლოგი მეც გამიწევს გარკვეულ დახმარებას.
თქვენ სლაიდში „ცოდნის ტრანსფერი“ კარგად ჩანს თუ რა სახის საკვების მიღებაა მიზანშეწონილი, იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ამ საკითხმა განსაკუთრებით დამაინტერესა, რადგან ჩემი სკოლის პროექტთან გარკვეული შეხება აქვს.
თქვენ ბევრი გიმუშავიათ, გუნდშიც ბევრი ხართ, რაც ალბათ უფრო საინტერესოს ხდის თქვენს საქმიანობას. გაქვთ ძალიან მდიდარი ფოტომასალა. მე ბევრი ინფორმაცია მივიღე ამ ფოტოებიდან მადლობას გიხდით ამდენი საინტერესო ინფორმაციისთვის და პრეზენტაციებისთვის.
მოგესალმებით მე ვარ ანი მახარშვილი IX კლასის მოსწავლე უკვე დიდი ხანია ვაკვირდები და ვეცნობი მეგობარი კლუბების აქტიურ მუშაობასა და მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებს. ყველა მათგანი საკმაოდ საინტერესო, სახალისო და ამავდროულად ძალიან ინფორმაციულია. ახლა სიამოვნებით ვერთვები ბლოგთა შეფასების პროცესში.სუქების, შხამ-ქიმიკატებისა და მათი ბუნებრივი ანალოგების შესახებ, ვფიქრობ, საკმაოდ აქტუალურ პრობლემას წარმოედგენს, მით უფრო, რომ ამ საკითხებს დღეს-დღეობით რატომღაც ნაკლები ყურადღება ეთმობა. ჩვენი გუნდისთვის იმითაც არის საინტერესო და საჭირო აქ მოტანილი ინფორმაცია, რომ ჩვენც სოფლად ვცხოვრობთ და ყოველდღიურად გვიწევს მსგავს საკითხებთან შეხება. ძალიან მომეწონა ექსპერიმენტები, რომლებშიც გუნდის წევრებმა სხვადასხვა პირობები შეუქმნეს გამოსაზდელ მცენარეებს. განსხვავებული პირობები კი შექმნეს სხვადასხვა ქიმიური და ბუნებრივი საშუალებებით. ცდები და კვლევები დაწვრილებით და გასაგებადაა გადმოცემული. ძალიან შთამბეჭდავია შედეგები, რომლებიც გადმოცემულია როგორც სიტყვიერად, ისე ფოტოების და ვიდეობის სახით. მე და ნუგზარ მეტივიშვილი დიდი სიამოვნებით გავუზიარებდით ინფორმაციას გერმოდიფიცირებული საკვების შესახებ. აგრათვე აღსანიშნავია გუნდის წევრების კავშირი თემის მოსახლეობასთან და პროცესებზე დაკვირვება როგორც ლაბორატორიულ ისე რეალურ გარემოში. ძალიან მომეწონა აქტივობები იმ ამოცანების ამოსახსნელად, რომლებშიც დავალებული გქონდათ მინერალური სასუქების კვებითი ღირებულების გამოთვლა, აგრეთვე, ცალკეული ელემენტების მასური წილის დადგენა სხვადასხვა სასუქებში. რაც მთავარია, თქვენი გამოთვლებით მიღებული შედეგები შესაძლებელს ხდის პრაქტიკულად გავთვალოთ, რამდენად ჭარბადაა მოხმარებული სასუქი. ბევრი სიახლე გავიგე მეგობარი ბლოგებიდან რისთვისაც დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ყველას განსაკუთრებით ტყემლანის სკოლას წარმატებებს გისურვებთ ასეთივე მონდომებით გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა.
No comments:
Post a Comment