Thursday, 18 June 2015

მე ვარ ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია თედეშვილი. მთელი ამ პროექტის განმვალობაში ჩემს მეგობრებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული პროექტ ,,მათუსალას საიდუმლოში“. ჩემთვის ეს დრო ყველაზე საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ამ პროექტის საშუალებით ბევრი ახალი ინფორმაცია გავიგე სწორი კვების შესახებ. ასევე ძალიან სასიამოვნო იყო ტრენინგების ჩატარება სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან. დავუმეგობრდი იმ სკოლის მოსაწავლებს, სადაც ტრენინგებს ვატარებდით. ვისწავლე პრეზენტაციების გაკეთება, რაც თავიდან არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. მოხარული ვარ , რომ ჩემი სკოლაც აქტიურადაა ჩართული ამ პროექტში და ვიმედოვნებ რომ ისევ განვაგრძობთ მუშაობას. ბოლოს, მე მინდა მადლობა გადავუხადო თამარ გაგლოშვილს, ნანი მაკარიძეს და რუსუდან მერკვილაძეს ამ პროექტის განხორციელებისათვის.


მე ვარ ანი მახარაშვილი ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე. ჩვენმა პროექტმა "მათუსალას საიდუმლოებამ" მოგვცა საშუალება, რომ გაგვეღმავებინა ჩვენი ცოდნა, შევიძინეთ უდიდესი გამოცდილება ამასთან აუმრავი მეგობარიც, გავხდით უფრო კომუნიკაბელურები. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვიყავით უამრავ სკოლაში სადაც ჩვენი ცოდნა გავუზიარეთ მოსწავლეებს ასევე ჩვენ ვეცნობოდით მათ პრეზენტაციებს, საიდანაც ძალიან ბევრი რამ გავიგე. მართალია პტოექტი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს უკვე ჩვენთვის დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს. ჩვენ ვისწავლეთ აუდიტორიასთან ურთიერთობა. თანდათან დავხვეწეთ პრეზენტაციებიც ამასთან ჩვენც პროექტის ბავშვები კიდევ უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. ეს ყველაფერი ჩვენი პროექტის დამსახურებაა დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება და ბოლოს მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ მასწავლებლებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ამ პროექტის განხორციელებაში ნანაი მაკარიძეს რუსუდან მერკვილაძეს და თამარ გაგლოშვილს


მოგესალმებით მე ვარ ოსიაურის საჯარო სკოლის უკვე XI კლასის მოსწავლე ელა ზღუდაძე .ოსიაურის საჯარო სკოლის IX და X კლასის მოსწავლეები აქტიურად ვიყავით ჩართულები პროექტ ''მათუსალას საიდუმლო''-ში.მას ხელმძღვანელობდა ჩვენი სკოლის დირექტორი ქალბატონი თამარ გაგლოშვილი და ფიზიკა-ბიოლოგიის მასწავლებელი ქალბატონი ნანი მაკარიძე.მათივე ხელმძღვანელობით და ხელშეწყობით ვაკეთებდით პრეზენტაციებს ჩვენს სკოლაში .ასევე გვქონდა გასვლები რაიონის სხვადასხვა და მეზობელი ქალაქების სკოლებში.ვიგებდით ახალ ინფორმაციებს და გვემატებოდა გამოცდილება .შევიტყვეთ აქამდე ჩვენთვის უცნობ მავნე თუ სასარგებლო თვისებების შესახებ რომლებსაც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებისგან ვღებულობთ.ამ პროექტმა ბევრი რამ გვასწავლა თუნდაც ადამიანებთან,ფართო აუდიტორიასთან ურთიერთობა და კომპიუტერთან მუშაობა.შევიძინეთ ახალი მეგობრები.გავხდით კომუნიკაბელურები და შემოქმედები.მოგვეცა საშუალება რომ ეს პროექტი გაგვეხადა უფრო მრავალფეროვანი.ვისურვებდი რომ მომავალში უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მუაობა ამ პროექტზე.დავაინტერესოთ სხვებიც და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ პატარებს.ჩემი აზრით ეს არც ისე რთულია.მთავარია ჩვენი მონდომება და ხელმძღვანელების თანადგომა.

მე ვარ რუსუდან ძულიაშვილი უკვე მეათე კლასის მოსწავლე. ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული პრექტ " მათუსალას საიდუმლო"ში. ამ პროექტმა ძალიან დამაახლოვა ბავშვებთან , გავდი უფრო კომუნიკაბელური და გავიგე ძალიან ბევრი რამ საკვების შესახებ რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხბართ, როდესაც მივირთმევ ხილს ან ბოსთნეულს ვიცი რისთვის არის სასარგებლო ეს პროდუქტი, რომელი დაავადებების დროს გამოიყენება. ჩვენ დავდიოდით სხვადასხვა სკოლებში და ვაკეთებდით პრეზენტაციებს ასევე ჩვენ ვეცნობოდით მეგობარი სკოლების პრეზენტაციებს საიდანაც ძალიან ბევრი რამ გავიგე მაგალითად ერთ-ერთი იყო ტყემლამნის სკოლა საიდანაც გავიგე შხამქიმიკატების შესახებ, ასევე ჩვენი აზრები გამოვთქვით მათ პრეზენტაციებზე . განსაკუთრებით დამამახსოვრდა ბავშვთა სახლში ჩატარებული ტრენინგი ამ დღეს ძალიან თბილად მიგვიღეს ბავშვებმა და ბავერი მეგობარი შევიძინე. პროექტზე მუშაობის ყოველი დღე ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ ერთად ვწყვეტდით ყველა საკითხს და ვმსჯელობდით სიახეელბზე. ჩვენ ვგეგმავდით ხაშურის ყველა სკოლაში ტრენინგის ჩატარებას მაგრამ დროის სიმცირის გამო რამდენიმე სკოლაში ვიყავით იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი გაგრძელდება და ყველა ჩვენს გეგმას განვახორციელებთ.


მე ვარ ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ენჯიბაძე. მთელი წლის განმავლობაში მე და ჩემი მეგობრები აქტიურად ვიყავით ჩარტული პროექტ ,, მათუსალას საიდუმლოში". თითოეული წამი ჩემთვის ძვირფასი იყო. პროექტის საშუალებით გავიგე ბევრი ახალი რამ. მე განასკუთრებით დამამახსოვრდა ტყემლანის სკოლა რადგან ბავშვები კარგად გავერთეთ და ბევრ ბავშვსაც დავუახლოვდი. ჩემთვის ეს პროექტი იმითაც გახდა მნიშვნელოვანი რომ შემაყვარა ბიოლოგია. ძალიან მიხარია რომ მე ჩართული ვიყავი ამ პროეტში და ისიც მიხარია რომ ჩვენი სკოლა იმ ექვს სკოლასი მოხვდა რომლებიც ჩართულნი არიან ამ პროექტში.



მე ვარ ოსიაურის საჯარო სკოლის უკვე მე-10 სკოლის მოსწავლე და აქტიურად ვარ ჩართული პროექტში "მათუსალას საიდუმლო". ეს პროექტი ძალიან საინტერესო და სახალისოა,უამრავი ინფორმაცია გავიგე ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. გვქონდა ექსკურსიები,რაც ძალიან მომეწონა,რადგან შევიძინე ახალი მეგობრები.ასევე დავუახლოვდი პროექტის სხვა 12 წევრს რაც ძალიან მიხარია. იმედი მაქვს გაგრძელდება ეს პროექტი ახალი იდეებით. heart emoticon heart emoticon heart emoticon
მოგესალმებით მე ვარ ოსიაურის საჯარო სკოლის უკვე მე-10 მოსწავლე ხატია თედეშვილი. ამ პროექტში აქტიურად ვართ ჩართულები. ეს პროექტი ძალიან საინტერესოდა ძალიან სასიამოვნოა. ამ პროექტის საშუალები ძალიან ბევრი ახალი ინფორმაციები გავიგე მაგალითად პოლ ბრეგის 10 შეგონება, ასევე სასუქებზე და შხამქიმიკატებზე რომელიც ტყემლანის საჯარო სკოლას ჰქონდა წარმოდგენილი. ძალიან ბევრ ბავშვს დავუმეგობრდი და ნელ-ნელა დავიხვეწე პრეზენტაციის გაკეთებაში. ყოველი ახალი სამუშაო დღე ძალიან საინტერესო იყო რაგდან ყოველთვის ახალ ინფორმაციას ვიღებდით და ვატარებდით ექსპერიმენტებს. ჩვენ ამ პროექტის საშუალებით ვსტუმრობდით სხვადასხვა სკოლებს ასევე დაგეგმილი გვქონდა ქ. ხაშურის ყველა სკოლაში სტუმრობა ყველა სკოლაში სტუმრობა ვერ მოვასწარით რადგან დრო არ გვქონდა მე ამაზე გული დამწყდა მაგრამ მომავალში აუცილებლად ვეწვევით დანარჩენ სკოლებს!! ამ პროექტის შემდეგ ჩემი ცხოვერბის წესიც შეიცვალა ვცდილობ რომ ვიკვებო ჯანსაღი პროდუქტებით და ვიცხოვრო ჯანსაღ ცხოვრების წესით!! დიდ მადლობას ვუხდი ყველას ვინც ამ პროექტის განხორციელებაში გვეხმარებოდა.
მე ვარ დავით ბუხრიკიძე ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე. აქტიურად ვიყავი ჩართული პროექტ "მათუსალას საიდუმლო"ში . ამ პროექტმა ძალიან დამაახლოვა ბავშვებთან გავიგე ძალიან ბევრი რამ საკვების შესახებ , როდესაც მივირთმევ მარწყვს ან ბანანას რომელებიც ბავშვებს ძალიან უყვართ ვიცი რისინი რას შეიცავენ რისთვის არიან სასარგებლოები . ჩვენ დავდიოდით სხვადასხვა სკოლებში და ვაკეთებდით პრეზენტაციებს ასევე ჩვენ ვეცნობოდით მეგობარი სკოლების პრეზენტაციებს საიდანაც ძალიან ბევრი რამ გავიგე. ჩვენ ვისწავლეთ აუდიტორიასთან ურთიერთობა დავხვეწეთ პრეზენტაციები . დროის სიმცირის გამო ჩვენ ბევრინ გეგმა ვერ განვახორციელეთ იმედი მაქვს კიდევ გაგრძელდება ეს პროექტიდი და განვახორციელებთ იმ გეგმებს რომლებიც გვქონდა ჩაფიქრებული

მე ვარ ოსიაურის საჯარო სკოლის უკვე მე-10 სკოლის მოსწავლე
და აქტიურად ვარ ჩართული პროექტში "მათუსალას საიდუმლო".  ეს პროექტი ძალიან საინტერესო და გასართობია გავიგე ძალიან ბევრი რამ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, გვქონდა ბევრი ექსკურსიები სხვადასხვა სკოლებში საიდანაც გავიცანი ბევრი
ბავშვი და დავუმეგობრდი მათ .ამ პროექტმა მომცა საშუალება უფრო კარგად დავახლოებოდი უფროსკლასელებს .
ვისწავლე ძალიან ბევრი რამ მაგ: ბლოგზე მუშაობა რომელშიც  გვეხმარებოდა თამუნა მასწავლებელი. საშუალება გვეძლეოდა
დავხმარებოდით მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს. ასეთი  ლამაზი წუთებისთვის დიდ მადლობას ვუხდი ხელმძღვანელებს: თამარ გაგლოშვილს, ნანი მაკარიძეს, რუსუდან მერკვილაძეს.
ძალიან გამიხარდება თუ ეს პროექტი კიდევ გაგრძელდება და უფრო საინტერესო თემები იქნება ჩვენი გასახილველი.



მე ვარ ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ნუცა მახარაშვილი. მთელი პროექტის განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული პროექტ ,,მათუსალას საიდუმლოში“ დანარჩენ მოსწავლეებთან ერთად და მთელი ეს დრო ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის. პროექტის საშუალებით გავიგე ძალიან ბევრი ახალი რამ, მივეჩვიე თითქმის ყველა ასაკის ბავშვებთან ურთიერთობას და პრეზენტაციის გაკეთებას, რაც არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ძალიან დავუახლოვდი პროექტის ყველა მონაწილეს და დავუმეგობრდი იმ სკოლის მოსწავლეებსაც, სადაც ტრენინგებს ვატარებდით. პროექტისთვის მუშაობის ყოველი დღე ძალიან ბედნიერი, საინტერესო და მხიარული იყო ჩემთვის. ვატარებდით ცდებს და ჩვენ აღვწერდით მის შედეგებს, ვმუშაობდით პრეზენტაციებზე, ერთად ვმსჯელობდით სიახლეებსა და აქტივობებზე.. ეს პროექტი კიდევ იმიტომაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ სამედიცინოზე ჩაბარება გადამაწყვეტინა და ბიოლოგია ჩემთვის ყველაზე საინტერესო საგანი გახდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სკოლა იმ სკოლებს შორისაა, რომლებიც პროექტში არიან ჩართულები და იმედი მაქვსმ რომ მომავალში ახალი იდეებით განვაგრძობთ მუშაობას.



მე ვარ მარი მეტივიშვილი ოსიაურის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, ჩვენი სკოლა რამდენიმე თვეა ჩართულია პროექტში ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩვენი გუნდი ვიყავით სკოლებში, შევიძინეთ ბევრი მეგობარი, გავიგეთ ბევრი რამ რაც არ ვიცოდით.
ვართ უფრო კომუნიკაბელურები აუდიტორიის წინაშე გამართულად ვმეტყველებთ. ბევრი რამ გავიგე ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. იმედი მაქვს რომ შემდეგ წელს უფრო აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას.



მე ვარ ცირა მეტივიშვილი ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე, ამ პროექტმა ბევრი რამ მასწავლა, შემიქმნა წრმოდგენა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში კვება. ამ პროექტმა ძალიან დამაახლოვა ბავშვებთან, შევიძინე ბევრი მეგობარი, ჩვენი მოგზაურობა ძალიან სახალისო იყო იმედი მაქვს ყფრო დიდი მაშტაბებით გაგრძელდება მოგზაურობა და ახალი მეგობრების გაჩენა.


მე ვარ ნანა ახალკაცი, ოსიაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და პროექტ მათუსალას საიდუმლოს ერთ-ერთი წევრი. მე ამ პროექტმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მივიღე ბევრი ინფორმაცია თუ როგორ უნდა ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, ამ პროექტის მეშვეობით შევიძინე ევრი მეგობარი, აღარ ვნერვიულობ და თავისუფლად გამოვდივარ აუდიტორიის წინ. იმედი მაქვს რომ შემდგომში ჩვენ უფრო საინტერესო თემებზე მოგვიწევს მუშაობა.


დასკვნითი საღამო