Thursday, 18 June 2015

მე ვარ ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია თედეშვილი. მთელი ამ პროექტის განმვალობაში ჩემს მეგობრებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული პროექტ ,,მათუსალას საიდუმლოში“. ჩემთვის ეს დრო ყველაზე საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ამ პროექტის საშუალებით ბევრი ახალი ინფორმაცია გავიგე სწორი კვების შესახებ. ასევე ძალიან სასიამოვნო იყო ტრენინგების ჩატარება სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან. დავუმეგობრდი იმ სკოლის მოსაწავლებს, სადაც ტრენინგებს ვატარებდით. ვისწავლე პრეზენტაციების გაკეთება, რაც თავიდან არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. მოხარული ვარ , რომ ჩემი სკოლაც აქტიურადაა ჩართული ამ პროექტში და ვიმედოვნებ რომ ისევ განვაგრძობთ მუშაობას. ბოლოს, მე მინდა მადლობა გადავუხადო თამარ გაგლოშვილს, ნანი მაკარიძეს და რუსუდან მერკვილაძეს ამ პროექტის განხორციელებისათვის.


მე ვარ ანი მახარაშვილი ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე. ჩვენმა პროექტმა "მათუსალას საიდუმლოებამ" მოგვცა საშუალება, რომ გაგვეღმავებინა ჩვენი ცოდნა, შევიძინეთ უდიდესი გამოცდილება ამასთან აუმრავი მეგობარიც, გავხდით უფრო კომუნიკაბელურები. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვიყავით უამრავ სკოლაში სადაც ჩვენი ცოდნა გავუზიარეთ მოსწავლეებს ასევე ჩვენ ვეცნობოდით მათ პრეზენტაციებს, საიდანაც ძალიან ბევრი რამ გავიგე. მართალია პტოექტი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს უკვე ჩვენთვის დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს. ჩვენ ვისწავლეთ აუდიტორიასთან ურთიერთობა. თანდათან დავხვეწეთ პრეზენტაციებიც ამასთან ჩვენც პროექტის ბავშვები კიდევ უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. ეს ყველაფერი ჩვენი პროექტის დამსახურებაა დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება და ბოლოს მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ მასწავლებლებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ამ პროექტის განხორციელებაში ნანაი მაკარიძეს რუსუდან მერკვილაძეს და თამარ გაგლოშვილს


მოგესალმებით მე ვარ ოსიაურის საჯარო სკოლის უკვე XI კლასის მოსწავლე ელა ზღუდაძე .ოსიაურის საჯარო სკოლის IX და X კლასის მოსწავლეები აქტიურად ვიყავით ჩართულები პროექტ ''მათუსალას საიდუმლო''-ში.მას ხელმძღვანელობდა ჩვენი სკოლის დირექტორი ქალბატონი თამარ გაგლოშვილი და ფიზიკა-ბიოლოგიის მასწავლებელი ქალბატონი ნანი მაკარიძე.მათივე ხელმძღვანელობით და ხელშეწყობით ვაკეთებდით პრეზენტაციებს ჩვენს სკოლაში .ასევე გვქონდა გასვლები რაიონის სხვადასხვა და მეზობელი ქალაქების სკოლებში.ვიგებდით ახალ ინფორმაციებს და გვემატებოდა გამოცდილება .შევიტყვეთ აქამდე ჩვენთვის უცნობ მავნე თუ სასარგებლო თვისებების შესახებ რომლებსაც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებისგან ვღებულობთ.ამ პროექტმა ბევრი რამ გვასწავლა თუნდაც ადამიანებთან,ფართო აუდიტორიასთან ურთიერთობა და კომპიუტერთან მუშაობა.შევიძინეთ ახალი მეგობრები.გავხდით კომუნიკაბელურები და შემოქმედები.მოგვეცა საშუალება რომ ეს პროექტი გაგვეხადა უფრო მრავალფეროვანი.ვისურვებდი რომ მომავალში უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მუაობა ამ პროექტზე.დავაინტერესოთ სხვებიც და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ პატარებს.ჩემი აზრით ეს არც ისე რთულია.მთავარია ჩვენი მონდომება და ხელმძღვანელების თანადგომა.

მე ვარ რუსუდან ძულიაშვილი უკვე მეათე კლასის მოსწავლე. ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული პრექტ " მათუსალას საიდუმლო"ში. ამ პროექტმა ძალიან დამაახლოვა ბავშვებთან , გავდი უფრო კომუნიკაბელური და გავიგე ძალიან ბევრი რამ საკვების შესახებ რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხბართ, როდესაც მივირთმევ ხილს ან ბოსთნეულს ვიცი რისთვის არის სასარგებლო ეს პროდუქტი, რომელი დაავადებების დროს გამოიყენება. ჩვენ დავდიოდით სხვადასხვა სკოლებში და ვაკეთებდით პრეზენტაციებს ასევე ჩვენ ვეცნობოდით მეგობარი სკოლების პრეზენტაციებს საიდანაც ძალიან ბევრი რამ გავიგე მაგალითად ერთ-ერთი იყო ტყემლამნის სკოლა საიდანაც გავიგე შხამქიმიკატების შესახებ, ასევე ჩვენი აზრები გამოვთქვით მათ პრეზენტაციებზე . განსაკუთრებით დამამახსოვრდა ბავშვთა სახლში ჩატარებული ტრენინგი ამ დღეს ძალიან თბილად მიგვიღეს ბავშვებმა და ბავერი მეგობარი შევიძინე. პროექტზე მუშაობის ყოველი დღე ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ ერთად ვწყვეტდით ყველა საკითხს და ვმსჯელობდით სიახეელბზე. ჩვენ ვგეგმავდით ხაშურის ყველა სკოლაში ტრენინგის ჩატარებას მაგრამ დროის სიმცირის გამო რამდენიმე სკოლაში ვიყავით იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი გაგრძელდება და ყველა ჩვენს გეგმას განვახორციელებთ.


მე ვარ ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ენჯიბაძე. მთელი წლის განმავლობაში მე და ჩემი მეგობრები აქტიურად ვიყავით ჩარტული პროექტ ,, მათუსალას საიდუმლოში". თითოეული წამი ჩემთვის ძვირფასი იყო. პროექტის საშუალებით გავიგე ბევრი ახალი რამ. მე განასკუთრებით დამამახსოვრდა ტყემლანის სკოლა რადგან ბავშვები კარგად გავერთეთ და ბევრ ბავშვსაც დავუახლოვდი. ჩემთვის ეს პროექტი იმითაც გახდა მნიშვნელოვანი რომ შემაყვარა ბიოლოგია. ძალიან მიხარია რომ მე ჩართული ვიყავი ამ პროეტში და ისიც მიხარია რომ ჩვენი სკოლა იმ ექვს სკოლასი მოხვდა რომლებიც ჩართულნი არიან ამ პროექტში.



No comments:

Post a Comment