Thursday, 18 June 2015


მე ვარ ოსიაურის საჯარო სკოლის უკვე მე-10 სკოლის მოსწავლე
და აქტიურად ვარ ჩართული პროექტში "მათუსალას საიდუმლო".  ეს პროექტი ძალიან საინტერესო და გასართობია გავიგე ძალიან ბევრი რამ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, გვქონდა ბევრი ექსკურსიები სხვადასხვა სკოლებში საიდანაც გავიცანი ბევრი
ბავშვი და დავუმეგობრდი მათ .ამ პროექტმა მომცა საშუალება უფრო კარგად დავახლოებოდი უფროსკლასელებს .
ვისწავლე ძალიან ბევრი რამ მაგ: ბლოგზე მუშაობა რომელშიც  გვეხმარებოდა თამუნა მასწავლებელი. საშუალება გვეძლეოდა
დავხმარებოდით მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს. ასეთი  ლამაზი წუთებისთვის დიდ მადლობას ვუხდი ხელმძღვანელებს: თამარ გაგლოშვილს, ნანი მაკარიძეს, რუსუდან მერკვილაძეს.
ძალიან გამიხარდება თუ ეს პროექტი კიდევ გაგრძელდება და უფრო საინტერესო თემები იქნება ჩვენი გასახილველი.



მე ვარ ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ნუცა მახარაშვილი. მთელი პროექტის განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული პროექტ ,,მათუსალას საიდუმლოში“ დანარჩენ მოსწავლეებთან ერთად და მთელი ეს დრო ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის. პროექტის საშუალებით გავიგე ძალიან ბევრი ახალი რამ, მივეჩვიე თითქმის ყველა ასაკის ბავშვებთან ურთიერთობას და პრეზენტაციის გაკეთებას, რაც არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ძალიან დავუახლოვდი პროექტის ყველა მონაწილეს და დავუმეგობრდი იმ სკოლის მოსწავლეებსაც, სადაც ტრენინგებს ვატარებდით. პროექტისთვის მუშაობის ყოველი დღე ძალიან ბედნიერი, საინტერესო და მხიარული იყო ჩემთვის. ვატარებდით ცდებს და ჩვენ აღვწერდით მის შედეგებს, ვმუშაობდით პრეზენტაციებზე, ერთად ვმსჯელობდით სიახლეებსა და აქტივობებზე.. ეს პროექტი კიდევ იმიტომაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ სამედიცინოზე ჩაბარება გადამაწყვეტინა და ბიოლოგია ჩემთვის ყველაზე საინტერესო საგანი გახდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სკოლა იმ სკოლებს შორისაა, რომლებიც პროექტში არიან ჩართულები და იმედი მაქვსმ რომ მომავალში ახალი იდეებით განვაგრძობთ მუშაობას.



მე ვარ მარი მეტივიშვილი ოსიაურის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, ჩვენი სკოლა რამდენიმე თვეა ჩართულია პროექტში ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩვენი გუნდი ვიყავით სკოლებში, შევიძინეთ ბევრი მეგობარი, გავიგეთ ბევრი რამ რაც არ ვიცოდით.
ვართ უფრო კომუნიკაბელურები აუდიტორიის წინაშე გამართულად ვმეტყველებთ. ბევრი რამ გავიგე ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. იმედი მაქვს რომ შემდეგ წელს უფრო აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას.



მე ვარ ცირა მეტივიშვილი ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე, ამ პროექტმა ბევრი რამ მასწავლა, შემიქმნა წრმოდგენა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში კვება. ამ პროექტმა ძალიან დამაახლოვა ბავშვებთან, შევიძინე ბევრი მეგობარი, ჩვენი მოგზაურობა ძალიან სახალისო იყო იმედი მაქვს ყფრო დიდი მაშტაბებით გაგრძელდება მოგზაურობა და ახალი მეგობრების გაჩენა.


მე ვარ ნანა ახალკაცი, ოსიაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და პროექტ მათუსალას საიდუმლოს ერთ-ერთი წევრი. მე ამ პროექტმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მივიღე ბევრი ინფორმაცია თუ როგორ უნდა ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, ამ პროექტის მეშვეობით შევიძინე ევრი მეგობარი, აღარ ვნერვიულობ და თავისუფლად გამოვდივარ აუდიტორიის წინ. იმედი მაქვს რომ შემდგომში ჩვენ უფრო საინტერესო თემებზე მოგვიწევს მუშაობა.


No comments:

Post a Comment